თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მომიტინგეები ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით. „რეჟიმი გვწამლავს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას” - წერია ბანერზე.
აქციის მონაწილეთა ნაწილი თსუ-ის კორპუსთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით შეუერთდა ფილარმონიასთან შეკრებილებს, რის შემდეგაც დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირის გავლით რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ