გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველური ბუნების სააგენტოების ჩართულობით, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს 2016 წლიდან წარმატებით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში მდინარეების დათევზიანების აქტივობა ასევე განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, ტანას დაცულ ტერიტორიებზე, ჯამში 100 000 ქვირითით.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.