ყირგიზეთის პრეზდენტთან არსებული სახელმწიფო ენის ეროვნულმა კომისიამ პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რათა რუსული დასახელების ყველა გეოგრაფიულ თუ დასახლებულ პუნქტს სახელი გადაერქვას.
"ყირგიზეთის დასახლებული პუნქტების უმრავლესობა უცნობი ადამიანების სახელებს ატარებს, რომლებსაც ყირგიზეთთან არანაირი კავშირი არ აქვს: ვასილევკა, კონსტანტინოვკა, ლებედინოვკა, მალინოვკა, ალექსეევკა, პეტროპავლოვკა, ივანოვკა, იურევკა, გრიგორევკა.. უცნობია, ამ მოსულ ხალხს რა დამსახურება მიუძღვით ყირგიზი ხალხის წინაშე, რომელი საქმეებით დაიმსახურეს თავიანთი სახელების სამუდამოდ დატოვების უფლება,"_ნათქვამია ყირგიზეთის სახელმწიფო ენის ეროვნული კომისიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ყირგიზეთის მსხვილი დასახლებული პუნქტები მე-19 საუკუნის ბოლოს რუსებისგან გადასახლებულთა მიერ დაარსდა, რადგან იმ პერიოდში ყირგიზული ტომები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები