საქართველოს ხელისუფლება ეკლესიაზე უძლიერეს ზეწოლას ახდენს. ეს განცხადება რუსმა პოლიტოლოგმა მიხეილ ტიურენკოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამაზე მეტყველებს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიმართვაც, რომელიც მან აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ გააკეთა.
"მან ფაქტობრივად თქვა, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, მაგრამ ჩვენ თქვენ მალე გშთანთქავთ. ეს განცხადება სასულიერო პირისაგან უბრალოდ დაუშვებელია", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ამჟამად პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, აუცილებელია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური მხარდაჭერა.
"იგივე აფხაზეთს ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისი პოტენციალის მხოლოდ 10 % აქვს ამოქმედებული", _ აცხადებს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები