პროტესტის 392-ე დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ იმყოფებიან.
პარლამენტის წინ მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.