შარდენზე აქცია "მე შენთვის" მიმდინარეობს. აქცია საქველმოქმედოა და მის ფარგლებში სიონის ბაღთან სხვადასხვა სახის ნივთები გამოიფინა, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხით ახალგაზრდული ორგანიზაცია "პირველები" გრემის მზრუნველობამოკლებული პატარებისთვის საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას აპირებენ.
გარდა ამისა, დღესვე ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის იუმორისტული წარმოდგენები და კონცერტი, რომელშიც მზრუნველობამოკლებული ბავშვები თავადაც მიიღებენ მონაწილეობას.
აქცია თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.