იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი სეიდზი მაეჰარა მოსკოვში გამგზავრების წინ კვლავ ადასტურებს იაპონიის პრეტენზიებს კურილიის კუნძულებზე და აცხადებს, რომ კურილიის ოთხი კუნძული დარჩება "ძირძველ იაპონურ მიწად" მიუხედავად იმისა, რომ იქ ვიზიტებს რუსი ჩინოვნიკები ახორციელებენ და მოსკოვს აქვს გეგმები იქ თავისი სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ხვალ მიემგზავრება. ამასთან ერთად იაპონელმა მინისტრმა იმის პირობაც დადო, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს ემოციებს მოთოკავს. თუმცა მიუხედავად ამისა, იაპონია არ აპირებს უარი თქვან კურილიის კუნძულებზე და აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამართალი მათ მხარესაა.
"რამდენიც არ უნდა იარონ იქ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და რამდენიც არ უნდა გაზარდონ იქ თავიანთი სამხედრო ძალა, ეს არ შეცვლის საერთაშორისო სამართლის დასკვნებს იმის შესახებ რომ ჩრდილოეთის ტერიტორიები - ეს ჩვენი ქვეყნის მიწა", _ განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამგზავრების წინ.
აღსანიშნავია, რომ იმის შესახებ განცხადება, რომ რუსეთი კურილიის კუნძულებზე თავისი სამხედრო ყოფნის გაძლიერებას გეგმავს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები