აქციის "დარგე ხე, გაამწვანე გარემოს" ფარგლებში წეროვანში დღეს მასშტაბური განაშენიანების აქცია დაიწყო.
წეროვანში დღეს 1000 ძირი იფანის, ნუშისა და ნეკერჩხლის ნერგი ჩაიტანეს. დღესვე დასახლებულ ადგილებში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სასმელი წყლისა და ჰაერის სინჯებს აიღებენ. აქციაში მინისტრებიც მონაწილეობენ.
"ამ სოფლის გამწვანება ჩვენი გეგმის ნაწილია და წეროვანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მწვანეში ჩაფლული დასახლება იქნება", - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.
ხეებს რგავენ დღეს დილიდან ფოთშიც, სადაც პატრიარქის მოწოდებას "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
9 აპრილის ხეივანში 200 ძირი იფნის ხე დაირგო. ხვალ კი ფოთში 100 ძირ კიპარისს დარგავენ.