ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკიბებს იმ მოწოდებების გამო, რომელსაც "თეთრი სახლი" ახორციელებს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის მთავრობის მისამართით.
როგორც აჰმუდ აბულ გეიტი აცხადებს, ეგვიპტის მთავრობა თითონ გადაწყვეტს, თუ როდის მოხსნას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.
დღეს, "თეთრი სახლის" პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამა ჰოსნი მუბარაკს მოუწოდებს, რომ მოხსნას საგანგებო მდგომარეობა, უფრო აქტიურად დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, გატარდეს კონსტიტუციური ცვლილებები და ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები.
ეგიპტეში 25 იანვარს დაწყებული ანტისახელისუფლებო აქციები დღემდე მიმდინარეობს. აქციების დაწყების შემდეგ შეტაკებებს დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა.