ხელისუფლებამ ყველა წარმოსადგენი თუ წარმოუდგენელ ფსკერი რომ ჩახვრიტა, როცა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ასე მოიქცა, ძნელად მისახვედრია ხელისუფლებაში მყოფი ხალხისთვის? იანგლეთ, ზურა ჯაფარიძეს დაცინეთ და თქვენი ჭკუით ის დაამცირეთ ? - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ხელისუფლებამ ყველა წარმოსადგენი თუ წარმოუდგენელ ფსკერი რომ ჩახვრიტა, როცა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ასე მოიქცა, ძნელად მისახვედრია ხელისუფლებაში მყოფი ხალხისთვის? იანგლეთ, ზურა ჯაფარიძეს დაცინეთ და თქვენი ჭკუით ის დაამცირეთ ? სახელმწიფო სამსახურში მოხელეები დროს ამაში ხარჯავთ, რომ ასეთი "ჭკვიანური და კრეატიული სვლები" მოიფიქროთ? თან ამით ვიღაცა ზემდგომს თავს აწონებთ, აი ოპოზიციის ერთ ერთ ლიდერს რა ვუქენითო? იმედი გაქვთ რომ უფროსები ტაშს დაგიკრავენ? პოლიტიკას, ოპონენტებთან ცივილიზებული ქცევის ნორმებს ერთი წუთით რომ თავი გავანებოთ, იუსტიციის მინისტრს, როგორც ადამიანს, ცოტა მაინც თავმოყვარეობის და ღირსების გრძნობა საერთოდ აღარ შერჩა? მართლა ასეთი გოიმები ხართ, ვერ ხვდებით რომ თავად დაიმცირეთ თავი, თუ ფეხებზე გკიდიათ, რადგანაც ბევრი წინამორბედივით გგონიათ, რომ იქნებით და იქნებით, ამიტომ ვერავინ პასუხს ვერ მოგთხოვთ? გაგიჟდება ადამიანი!" - წერს ირაკლი მელაშვილი.
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დღეს დატოვა. პენიტენციურმა სამსახურმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა.
"რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ სადღაც დილის 11-ის ნახევრისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 8 საათზე ასე გამომაგდეს გარეთ, სადაც ცოცხალი არსება არ იყო. ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმან გამათბო ცოტა ხანი. იმის ნომრით დავუკავშირდი მეუღლეს და მერე ჩემი მეგობარი მოვიდა. ასეთი ისტორია გადამხდა დილიდან. უცნაური განცდა მაქვს", - თქვა ჯაფარიძემ.
მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა გაბცხადება,რომელშიც აღნიშნულია, რომ "კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ"
ზურაბ ჯაფარიძე 2025 წლის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.