ეგვიპტეში წუხელ ღამით 5 დემონსტრანტი მოკლეს.
ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, შემთხვევა სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ვადი ალ-ჯადიდში მოხდა. სამი ათასამდე დემონსტრანტს ცეცხლი პოლიციამ გაუხსნა.
შედეგად ხუთი მომიტინგე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ეგვიპტეში უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს.