აშშ-ის პირველი ლედი თეთრ სახლში შვილების აღზრდის დადებითი ტრადიციის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ მიშელ ობამამ ტელეარხ "NBჩ"-სისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"თეთრ სახლში ბევრი კარგი ბავშვი აღზრდილა. ბუშის ქალიშვილები შესანიშნავები არიან, ჩელსი კლინტონი_სერიოზული ახალგაზრდა ქალბატონია. კაროლინ კენედი.. მოკლედ, ჩვენ შესანიშნავი შედეგი გვაქვს. ვიმედოვნებ, ობამას გოგონებიც ან კამპანიაში მოიხსენიებიან,"_განაცხადა ბარაკ ობამას მეუღლემ.
ამასთან, მიშელ ობამამ აღიარა, რომ გოგონებს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გამოყენებს უფლებას არ აძლევს.
" ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის "ფეისბუქის" გამოყენების მომხრე არ ვარ. ეს არაა ის, რაც მათ ამ ასაკში სჭირდებათ. ამის არანაირი აუცილებლობა არ არის,"_აღნიშნა მიშელ ობამამ. ...
ობამას ქალიშვილებს_12 წლის მარიასა და ცხრა წლის საშას "ფეისბუკის" გამოყენება ამ სოციალური ქსელის მიერ დაწესებული შეზღუდვითაც არ შეეძლებათ, რადგან ამ საიტით სარგებლობა მხოლოდ 13 წლიდან შეიძლება.
ამასთან, მიშელ ობამამ აღნიშნა, რომ "ფეისბუკით" სარგებლობის უფლებას ქალიშვილებს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მისცემს, რაც მათი ასაკითაც შეზღუდული არ იქნება.
შეგახსენებთ, ამავე ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ამერიკელი მშობლების 43 % მიიჩნევს, რომ მათი შვილებისთვის ნებისმიერ ასაკში მისაღები არაა სოციალური ქსელით სარგებლობა.