ცნობილი ჰოლანდიელი ვეტერანი ფეხბურთელი რუუდ გულუტი რუსული კლუბის, გროზნოს "ტერეკის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
"ჩელსის", "ნიუკასლისა" და "ფეიენოორდის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გულიტი, "ტერეკში" ორი წლის განმავლობაში იმუშავებს. გულიტმა ჩეჩნურ კლუბთან კონტრაქტი გასულ თვეს გააფორმა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ "ტერეკს" რომ გავწვრთნი. რაც შეეხება, ჩეჩნეთს, მინდა გითხრათ, რომ გაცილებით საშიშ ადგილებში ვყოფილვარ, მაგალითად დარფურში", - განაცხადა გულიტმა.
გასულ წელს, "ტერეკმა" რუსეთის უმაღლეს ლიგაში 16 გუნდს შორის მე-12 ადგილი დაიკავა. მომდევნო ჩემპიონატი 10 მარტს დაიწყება. პირველ ტურში "ტერეკი" მოქმედ ჩემპიონ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" დაუპირისპირდება.