ჩრდილოეთ პაკისტანში, ქალაქ მარდანში, სამხედრო ნაწილის სამშენებლო ობიექტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 20 ჯარისკაცი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები ამბობენ, ტერაქტი მოაწყო მოზარდმა, რომელიც სკოლის უნიფორმაში იყო გამოწყობილი.
პაკისტანის ჩრდილოეთი ნაწილი კონფლიქტური რეგიონია. თალიბების მტკიცებით, მადანის სამხედრო ნაწილს თალიბების დაბომბვა ჰქონდათ გადაწყვეტილი.
პაკისტანის პრემიერ იუსუფ რაზა გილანის, ქვეყანა გააგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. მან ამ ფაქტს შემზარავი უწოდა და თქვა, რომ ეს ქვეყნის უშიშროების სამსახურსა და სიმტკიცეს ვერ გატეხს.