პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთს ამარცხებს, ანგარიშით 2:0. პირველი
გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა 22-ე წუთზე, მეორე გოლი კი დავით სირაძემ 34-ე წუთზე.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში "ცირიონის" სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.
აქამდე საქართველოსა და სომხეთს ერთმანეთში 4-ჯერ აქვთ ნათამაშები. ორი მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო ერთი სომხეთმა მოიგო.
ბურთების შეფარდებაა 9:3, საქართველოს სასარგებლოდ.