სანამ ოპოზიციური ველი ხაზარაძის და სააკაშვილის საჭურისების სარბიელია, ისინი ბიძინას საჭურისებთან მუდამ დამარცხებულები იქნებიან და საქართველო დამარცხდება, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ერთ რამეს გავიმეორებ მეასიათასედ და დაიმახსოვრე ფეისბუქო:
სანამ ოპოზიციური ველი ხაზარაძის და სააკაშვილის საჭურისების სარბიელია, ისინი ბიძინას საჭურისებთან მუდამ დამარცხებულები იქნებიან და საქართველო დამარცხდება.
ამიტომ უნდა დამეხმაროთ ოპო საჭურისების შევიწროვებაში ყველა, ვისაც ბიძინას დამარცხება გსურთ.
არ დამეხმარებით? ეგ არაფერი.
გზა მაინც არ შეიცვლება - გავლის დრო გაიზრდება.
იმიტომ რომ გზა არის ერთი! გზა ქვემოდან ზემოთ მიდის! და ამ გზას პოლიტიკოსი მაშინ გაივლის, თუ მოქალაქეების ძალა ამოძრავებს და არა ყეყეჩი ოლიგარქების", - წერს ჩერგოლეიშვილი.