საახალწლოდ ვადაზე ადრე შესაძლოა კიდევ რამდენიმე პატიმარი გაათავისუფლონ. შესაბამისზე საკითხზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისია დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.
კონკრეტულად რამდენი პატიმრის საქმეს განიხილავს კომისია და რამდენის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მუდმივმოქმედი კომისია სექტემბერში შეიქმნა და მას შაშკინის მოადგილე ლევან ზარანდია ხელმძღვანელობს. კომისიამ 25 პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართა. 1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ 239 მსჯავრდებულის საქმე განიხილა, თუმცა დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა თავის მიზანს ვერ მიაღწია.