გერმანიაში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ უახლოეს ხანში ამ ქვეყანას, შესაძლოა, ჰოსნი მუბარაქი ეწვიოს. ამ დრომდე ეგვიპტის ხელისუფლებას მსგავსი ვიზიტის მომზადების თხოვნით ბერლინისთვის არ მიუმართავს. თუმცა ბერლინში უკვე სერიოზულად შეისწავლეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ეგვიპტის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობა.
ფრანგული გაზეთ "ლე ფიგაროს" თანახმად, გერმანიის ხელისუფლებამ, ყოველი შემთხვევისთვის, წინასწარ განსაზღვრა, თუ რომელ კლინიკაში გაამწესებენ ჰოსნი მუბარაქს. "დერ შპიგელის" მიხედვით, საუბარია კლინიკა "მაქს გრუნდიგზე", რომელიც ბადენ-ბადენიდან 15 კილომეტრის მოშორებითაა. ეს ელიტური კლინიკა გარეგნულად სასახლეს უფრო ჰგავს, ვიდრე საავადმყოფოს.
კლინიკა ქალაქ ბუპერხეხეში ზღაპრულ ადგილას ზღვის დონიდან 800 მეტრში მდებარეობს. აქ 5 ვარსკვლავიანი სამედიცინო მომსახურებაა. "მაქს გრუნდიგს" ვერტმფრენის დასაფრენი მოედანიც აქვს.
აღსანიშნავია, რომ მუბარაქი გერმანიაში სამკურნალოდ არაერთხელ გამგზავრებულა. "ვიკილიქსის" ცნობით, მუბარაქი მარცხენა ყურით დაყრუდვდა.
შეგახსენებთ, უკვე ორი კვირაა, რაც ეგვიპტე მასობრივმა მღელვარებამ მოიცვა. ეგვიპტელები 82 წლის პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო გამოსვლებს ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.