ტერორისტ-თვითმკვლელის ნარჩენებზე ჩატარებულმა დნმ-ს ექსპერტიზამ, რომელმაც თავი "დომოდედოვოს" აეროპორტში აიფეთქა დაადასტურა, რომ აფეთქება აეროპორტში ინგუშეთის ნაზრანის რაიონის სოფელ ალი-იურტის 20 წლის მაცხოვრებელმა მაგომედ ევლოევმა განახორციელა.
ამას გარდა, ინგუშეთში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი აფეთქების მონაწილენი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
კერძოდ, მათივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკავებულები არიან მაგომედ ევლოევის და-ძმა 1994 წელს დაბადებული აჰმედ და 1988 ფატიმა ევლოევები. დაკავებულია ასევე ახმედ აუშევი. მათ წაყენებული აქვთ ბრალი - მკვლელობის, ტერორიზმის და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით. დაკავებულებს მოსკოვში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს მოსკოვში, "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.