დღეს ბაქოში, ირანის საელჩოს წინ მოეწყო აქცია, რომლის მონაწილენიც ირანისა და სომხეთის დაახლოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ აქცია პოლიციამ დაარბია.
აქციის დროს ისმოდა მოწოდებები_"აზერბაიჯანი არ გახდება ირანი!" "ფარსი, რუსები, სომხები_თურქების მტრები არიან!" თუ რა ჰქონდათ პიკეტის მონაწილეებს კონკრეტულად რუსების საწინააღმდეგო, არ კონკრეტდება.
აქციის მონაწილეებმა ირანი "ოკუპანტების დახმარებაშიც" დაადანაშაულეს. საუბარია ყარაბახის კონფლიქტზე.
აქციაში ასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი სალჩოს თანამშრომლებისთვის რეზოლუციის გადაცემასაც აპირებდნენ, მაგრამ საელჩომ მის მიღებაზე უარი განაცხადა.
დარბევისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს.