ერაყის ნავთობით მდიდარი ქალაქ კირკუკში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80 ადამიანი დაიჭრა.
აფეთქება მოხდა ქურთული სადაზვერვო ძალების შენობასთან არსებულ ბენზინგასამართ სადგურთან.
კირკუკში ხშირად ხდება ეთნიკური დაპირისპირება ადგილობრივ ქურთებსა და ერაყელებს შორის. კირკუკი ერაყის ჩრდილოეთით, 280 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები