BBC-ის დასკვნები დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
„შოკისმომგვრელია ის, თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ხელში ჩასაგდებად და გაუტეხელი ქართველი ხალხის გასაჩუმებლად. ეს სრულიად ლუკაშენკას მეთოდია“, - წერს იუკნევიჩიენე X-ზე.
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.