ავღანეთის უფლებათა დაცვის მონიტორინგის სამსახურის წლიური ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის ომს 2010 წელს ესმსხვერპლა 2421 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლის 30 პროცენტი ბავშვია. ომის შედეგადად დაღუპული ბავშვების რიცხვმა გასულ წელს 700-ზე მეტს მიაღწია.
ანგარიშის მიხედვით, ომის შედეგად დაღუპულ ბავშვთა 64 პროცენტზე პასუხისმგებლობა თალიბებს ეკისრებათ, 17 პროცენტზე ნატოს, ხოლო 4 პროცენტზე ადგილობრივ სამხედრო პირებს. დანარჩენი 15 პროცენტი კი უცნობი ჯგუფების მიერ არის მოკლული.
აღნიშნული მონაცემი 2009 წელთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2009 წელს კონფლიქტის შედეგად ავღანეთში 1 050 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2011 წელს, ნატო-ს ძალების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ თავდასხმას 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰელმანდის პროვინციაში ორმხრივ სროლების შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა და 4 დაშავდა.