რუსეთი უახლოესი ათწლეულის მანძილზე თავად არ დაიწყებს "მისტრალის" ტიპის სადესანტო ვერტმფრენმზიდების მშენებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის სამხედრო -საჰაერო ძალების მთავარ შტაბში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სახელმწიფო პროგრამით, რომელიც 2020 წლამდეა გაწერილი, გათვალისწინებულია თანხები საფრანგეთისგან ამ ტიპის ორი გემის შესყიდვაზე. თანხები ვერტმფრენმზიდების აგებისათვის გათვალისწინებული არ არის", _ აცხადებს წყარო და დასძენს, რომ ამ ტიპის ვერტმფრენმზიდების რუსეთში აგება "საკმაოდ შორეული პერსპექტივაა და იგი დამატებით ხელშეკრულების ხელმოწერას გულისხმობს", _ იუწყება წყარო.