აშშ უმაღლესი სტანდარტების სარკინიგზო მაგისტრალის აშენებისთვის 53 მილიარდ დოლარს გამოყოფს
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, თეთრი სახლი უმაღლესი სტანდარტების საქალაქთაშორისო სამგზავრო სარკინიგზო ქსელისთვის 53 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.
ჩNN-ის ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებით 6 წელი გაგრძელდება. ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, აღნიშნულ პროექტზე 8 მილიარდი აშშ დოლარია დახარჯული.
თეთრი სახლის პრესსპიკერის რობერტ გიბსის განცხადებით, დაფინანსების წყაროები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
ბაიდენის თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზი უმაღლესი ხარისხის იქნება და ის ძალიან დიდ კომფორტს შეუქმნის მგზავრებს.