ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 80 წლამდე კაცი დაიღუპა. ინფორმაცია მედიას შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.