ოფიციალური ვაშინგტონი ეგვიპტის ხელისუფლებას დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"ეგვიპტის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დაჭერები. აქციის მონაწილეებისა და უცხოური კორესპონტენდების დაკავება. მოვუწოდებთ ეგვიპტის ხელისუფლებას, გამოუშვას ამ დრომდე დაკავებული ყველა პატიმარი", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა.
ამასთან, მან ოფიციალური ვაშინგტონის სახელით იმედი გამოთქვა, რომ ეგვიპტეში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის მზადება მალე დაიწყება.
"ჩვენ გვჯერა რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთის მზადება დაიწყება და მთავრობა საგანგებო მდგომარეობასაც გააუქმებს. ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო ნაბიჯებიც იქნება გადადგმული", - განმარტა ობამას პრესმდივანმა.