საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს, ქვეყანას მარიონეტი მთავრობა ჰყავს, რომელიც ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა განაცხადა
"პასუხი ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს, ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირის ან შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ, ძალიან აგრესიულია ყველა ევროპული პოლიტიკური ქმედების მიმართ.
ასე რომ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები. ევროპული ინსტიტუტები ახლა არიან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, და ეს პირველ რიგში უკრაინაა. თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღება. საჭიროა გაცნობიერება რომ ეს არ არის რეჟიმი რომელიც იხრება ავტორიტარიზმისკენ, მას უნდა დაერქვას სახელი, ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოში. ამის აღიარებაა საჭირო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Sciences Po-ში სტუდენტებთან საუბრისას.