"ეგვიპტის მთავრობას უჭირს გამუდმებული აქციის პირობებში მუშაობა", - განაცხადა ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა მორიგ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულ კონტექსტში, მისი თქმით, საჭიროა, რომ 16-დღიანი კრიზისი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ამასთან, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, სპეციალური კომიტეტი, რომელიც მმართველობის ცვლილებებს უზრუნველყოფს და შესაბამის კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყებს მუშაობას, უკვე შექმნილია.
"ასევე შეიქმნება მეორე კომიტეტი, რომელიც მმართველობის ცვლილებების პროცესს და ამ კუთხით გადადგმულ ყველა ნაბიჯს გაუწევს მონიტორინგს", - განმარტა სულეიმანმა.