თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში მოხდა. "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანა 80 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ალიოშა ვაშაკიძე გზის გადაკვეთაც ცდილობდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად "ფოლკსვაგენის" მძღოლმა გამოიძახა, თუმცა ექიმებმა მოხუცის გადარჩენა ვერ შესძლეს.