ყველაფერი საკუთარ თავზე შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა პროკურორმა, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოს.
ზოდელავამ სასამართლოს სთხოვა, რომ აქტივისტებს, რომლებიც პოლიტიკოსებთან ერთად ახლა განსასჯელის სკამზე სხედან, იგივე ჭრილში ნუ განიხილავს, რადგან ისინი უბრალოდ აქციის მონაწილეები არიან და არა ორგანიზატორები.
„გასაგებია ფოკუსირებულია კონკრეტული სამიზნე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, მე არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთღებული მიზანი იყოს ამაში.. ჩემგან განსხვავებით ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად... მზად ვარ ყველა მუხლის აღიარებაზე ვისაუბრო, ოღონდ ათეულობით ადამიანი... ყველაფერი მე შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ..მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამ ადამიანების უკან, 60 ტრაგედია...მე აგერ ვარ, რაში სჭირდება ამდენი რესურსის დახარჯვა... ამოცანა შესრულებულია, ეს პროპაგანდა იმხელა ტალღა იყო....კი ბატონო გამაშავეთ, რამ შეიძლება გამათეთროს... 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში და 60 ადამიანი იტანჯება, ეს ოჯახის ტანჯვაც არის. ამ ადამიანებისთვის ეს ადვოკატი ხარჯია, დიდი ტრაგედიაა... ეს ხალხი ახლა გავიცანი [მიუთითებს ვისაც არ იცნობს].. ამ სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილან. ახლა გავიცანი, გირაოს ეტაპზე იქნებ სხვა თვალით შეხედოთ, საქართველოა. ....რაღაც არსებობს, რაღაც ზომიერება, განსაკუთრებით მაშინ, რომ პირველი, მეორე და მესამე ტიპის ამოცანა, შესრულებული იყოს, ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა არავინ, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა...ყველაზე მურტალი მუხლი....
4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არსებობს, არც დასავლეთი, არც ენჯეო, არც მედიატორი..საქართველოში სულ ასეთი აქციები იყო, სხვა ტიპის აქციები უბრალოდ არ ყოფილა...გავიგეთ რომ ახლა ეს სტანდარტია, შეგუეული ვარ რომ კარგი ცხოვრება არ მექნება, ამ ადაიანებს სხვა თვალით შეხედეთ რა, ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრეთ შევეჩვიეთ, მაგრამ ამ 60 ადამიანსაც არ ჰყავს მომკითხავი... შიშია, ასეთი რაღაც ხდება... ჩემი გულწრფელი პოზიციაა..“.- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. (რადიო თავისუფლების მიხედვით)
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.