დღეს, 9 თებერვალს, ხელბურთის სკოლაში "დავითიანნის" გარდამავალი თასის მოსაპოვებლად მინიფეხბურთის ტურნირის ფინალური თამაში გაიმართება.
ტურნირი თბილისის მასშტაბით ჩატარდა და მასში 100-მა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილება, ხოლო ფინალში ერთმანეთს გლდანი-ნაძალადევის რაიონის # 142 და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის # 116 საჯარო სკოლის ნაკრების გუნდები შეხვდებიან.
"დავითიანნის" გარდამავალი თასის მოსაპოვებლად მინიფეხბურთში უკვე მეოთხე წელია ჩემპიონატი იმართება და გასული წლის გამარჯვებულია ვაკე-საბურთალოს რაიონის # 123 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
"დავითიანნის" მიერ ორგანიზებული ფეხბურთის ტურნირი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების განმტკიცებას.
ფინალურ მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე გიორგი ასანიძე დაესწრება.
გამარჯვებულ გუნდებს "დავითიანნის~ გარდამავალი თასი და მედლები, ასევე გუნდურის საგზური და სხვადასხვა პრიზი გადაეცემა.
ტურნირის მხარდამჭერები არიან საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, თბილისის მერია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, კომპანიები: "ბორჯობი", "გუდვილი", "მაგდონალდსი", საიუველირო კომპანია "ზარაფხანა", "ტკბილი ქვეყანა".