"ფორბსმა" ჰოლივუდის 10 ყველაზე სანდო ადამიანი დაასახელა. ჰოლივუდის უპატიოსნეს მსახიობად მაიკლ ფოქს უმცროსი დასახელდა. როგორც რეიტინგის შემქმნელები განმარტავენ, ფოქსი არა მარტო კინოფილმებში თამაშობს გმირის როლს, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს.
"ფოქსს ბევრად უფრო მეტი პატივისცემა აქვს ეკრანს მიღმა. ის არ ეხვევა სკანდალებში. და აქტიურად ეხმარება ავადმყოფებს. ოჯახის ერთგულია და ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი პარკინსონის დაავადებასთან საბრძოლველად", - აღნინავენ რეიტინგის შემქნელები.
თჰე Fორბეს ჰოლივუდის ყველაზე პატიოსან ადამიანს შორის მეორე ადგილზე ლეგენდალური მსახიობი მორგან ფრიმანი გავიდა. მორგან ფრიმანზე რეიტინგის შემქნელები წერენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პატიოსანი ადამიანია მილიონერებს შორის.
ათეულში მოხვდა გასული წლის ოსკარის გამარჯვებული და ცნობილი მსახიობი სანდრა ბალოკი. Fორბეს მასზე წერს, რომ მიუხადავად იმისა, რომ ბალოკი გასულ წელს თითქმის ყველა დიდ ეკრანზე ჩანდა, ის არ შეცვლილა და ისეთი დარჩა როგორიც იყო. "მისი პირადი ცხოვრება არაა საჯარო განხილვის თემა და ხალხში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს, რაც კიდევ ერთხელ განაპირობებს მის კარგ სტატუსს ჰოლივუდში", - წერენ ბალოკზე.
ათეულშია ასევე პოპულარული მსახიობი და მომღერალი უილ სმიტი, ოსკაროსანი დენზელ ვაშინგტონი, ასევე ოსკაროსანი ტომ ჰენკსი.
პატიოსან მსახიობებს შორის არიან ბეტი ვაიტი, მაიკ როუი, ჯეიმს ერლ ჯოუნსი და რონ ჰოუარდი.