სოფელ ხრაკ-უბას მცხოვრებლებმა, რომელიც აზერბაიჯანში რუსეთის ანკლავად მიიჩნევა, მახაჩკალაში მიტინგი გამართეს.
მათი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება მათ უფლებებს არღვევს, როცა მათგან დეპორტაციის მუქარითAაზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას მოითხოვს. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლება რუსების დეპორტაციის შემთხვევაში, მათთვის ქონებისა და მიწის ნაკვეთის კომპენსაციის გასტუმრებასაც არ აპირებს.
როგორც დაღესტნის ეროვნული პოლიტიკის, ინფორმაციისა და საგარეო პოლიტიკის მინისტრმა ბეკმურაზ ბეკმურზაევმა აღნიშნა, რუსეთისა და აზერბაიჯანის მხარეები სიტუაციის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.
ცნობისთვის, 1954 წელს სოფელი დაღესტანს დროებით საძოვრებად გადაეცა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე 2004 წელს, ამ მიწების არენდით სარგებლობის ვადა გავიდა, ამიტომ აზერბაიჯანი ამ ტერიტორიების სრული გაკონტროლების პრეტენზიას გამოთქვამს.