დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, დისკრიმინაციული მიდგომაა, როდესაც გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის უფლება დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ პატიმრების ჩამორთმეული აქვთ.
როგორც ლორთქიფანიძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ამ ტიპის დაწესებულებაში არიან პატიმრები, რომელთაც მისჯილი აქვთ 10 წელზე მეტი, განაჩენთა ერთობლიობით, კი ზოგ მათგანს შესაძლოა 40 წელიც კი ჰქონდეს მისჯილი.
დეპუტატის თქმით, უვადო პატიმრობა მისჯილ პატიმარს ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა, პატიმრობიდან 25-ე წელს შეუძლია, იმ შემთხვევაში კი, თუ 40 წელი აქვს პატიმარს მისჯილი, ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობა, მხოლოდ 30-ე წელს აქვს.
ამის გათვალისწინებით, ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების წესი და გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.