კალიფორნიის მცხოვრებელი ფრინველთა ორთაბრძოლაში მონაწილე მამლის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. იატაკქვეშა მამლების ორთაბრძოლის დროს ერთ-ერთი მამალი გაუგებარი მიზეზით, მაყურებელს _ 35 წლის ლუის ოჩოიას თავს დაესხა, რის შედეგადაც მამაკაცმა ფეხზე ჭრილობა მიიღო.
როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, ჭრილობა საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა, რადგან მამალი "შეიარაღებული" იყო. საქმე ისაა, რომ ორთაბრძოლისას ზედმეტი ეფექტისთვის საბრძოლო მამლებს ბრჭყალებზე პატარა დანებს უმაგრებენ.
დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ექიმები მისი დაღუპვის მიზეზად მედიკოსებისთვის დროული მიმართვისგან თავის შეკავებას ასახელებენ. მამაკაცმა მედიკოსებს დასახმარებლად მაშინვე არ მიმართა და ბევრი სისხლი დაკარგა.
მომხდარს პოლიცია იძიებს.