უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან ტრამპის გუნდის მიერ მომზადებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება.
უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის კონსულტაციები სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით „უახლოეს დღეებში“ დაიწყება. მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
„უკრაინა ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება. ეს დიალოგის შემდეგი ეტაპია, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს და რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შემდგომი ნაბიჯების ხედვაზე შეთანხმებას ისახავს მიზნად“, - წერს უმეროვი.
„ჩვენ ვაფასებთ ამერიკული მხარის მონაწილეობას და მის მზადყოფნას არსებითი დისკუსიისთვის. უკრაინა გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას - როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს“, - დასძინა მან.