ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებული კი სასწრაფომ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.