რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებების შემუშავებისას უნდა იქნას გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არ იცავს შეთანხმებებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი X-ზე წერს.
მისი თქმით, კიევში უნდა მიიღონ ომის დასრულებისკენ მიმართული ყველა სამშვიდობო გეგმა.
„სწორედ უკრაინა გახდა პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მსხვერპლი და სწორედ უკრაინელებს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
მშვიდობის ფასი არანაირად არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა, აგრესორი იყო და არის რუსეთის ფედერაცია“, - წერს პოლონეთის პრეზიდენტი.