მალაიზიაში, ჯავის რაიონში, 1000-მდე მუსულმანი ორ ქრისტიანულ ეკლესიას თავს დაესხა და დაწვეს ორი ეკლესია. მუსულმანები მას შემდეგ აღშფოთდნენ, რაც მუსულმანური სამყაროსთვის შეურაცხმყოფელი ბუკლეტების გავრცელებისთვის დაკავებულ ეჭვმიტანილს მალაიზიის სასამართლომ 5 წელზე მეტი არ მიუსაჯა.
როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, ადგილობრივი მუსულმანები ბრალდებულის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.
სამართალდამცველების თქმით, მუსულმანური დაჯგუფება თავიდან სასამართლოს შენობაზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა არ გამოუვიდათ და გადაწყვიტეს, რომ ქრისტიანულ ეკლესიებს დასხმოდნენ თავს.