უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისწინააღმდეგ ბრძოლაში თემურ შანავა დაიღუპა.
ჟურნალისტის ცნობით, 11 ნოემბერს, ალყაში მოხვედრის შემდეგ თემური დაკარგულად ითვლებოდა და მისი ცხედარი დღეს იპოვეს.
"ვიზიარებთ მამის, ნუკრი შანავას, მისი ოჯახის წევრების, სრულიად საქართველოს მწუხარებას!
გმირები არ კვდებიან, დიდება გმირებს", - წერს ლაშა ბერულავა.