მელიქიშვილის გამზირზე მათე დევიძის სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. მარშის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის პირველი კორპუსთან იყვნე შეკრებილები, სადანაც მსვლელობა დაიწყეს.
აქციის მონაწილეღა საბოლოო დანიშნულების ადგილი კრუსთაველის გამზირი იქნება.
მათ გამოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მათე დევიძის დაპატიმრებიდან დღეს ერთი წელი გავიდა.
20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.