ფილიპინების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორუფციაში ადანაშაულებდნენ, თავი მოიკლა.
წინასწარი ვერსიით, გადამდგარმა გენერალმა ანჯელო რეისმა ტყვია მკერდში დაიხალა.
რამდენიმე კვირის წინ ფილიპინებში საპარლამენტო გამოძება დაიწყო, რომლის მიხედვითაც, გენერალს სახელმწიფოებრივი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ.
თვითმხილველთა თქმით, სამშაბათს დილით ანჯელო რეისი მანილას სასაფლაოზე მივიდა. იგი დედის საფლავს მიუახლოვდა, რის შემდეგაც შვილებს მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა. ამის შემდეგ გაისმა გასროლის ხმა. რეისი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს.
ფილიპინების პოლიტიკაში გენერალი ანჯელო რეისი გავლენიან ფიგურად ითვლებოდა და სხვადასხვა თანამდებობრივ პოსტს იკავებდა.
თუმცა ბოლო დროს მას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის დროს 1 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებდნენ. ამასთან, მიიჩნევენ, რომ მან სპეციალურად გადაიყვანა თანხა პესოდან დოლარებში, რათა მათ მცირე ადგილი დაეკავებინა.