კონგოში არალეგალურად მოპოვებული რამდენიმე მილიონი დოლარი და დიდი რაოდენობის ოქრო აღმოაჩინეს.
როგორც "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება ფაქტზე დაჭერილია ორი ნიგერიელი, ერთი ფრანგი და ერთი ამერიკელი.
კონტრაბანდინტები გომას აეროპორტიდან მომავალ გზაზე დააკავეს. როგორც კონგოელი სამართალდამცველები აცხადებენ, დაკავებულები გომაში ოქროს საყიდლად ჩამოვიდნენ.