გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უკრაინას გერმანიის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაში დაარწმუნა და ამავდროულად კორუფციის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტი ბრძოლისკენ მოუწოდა.
„უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დასავლეთის მხარდაჭერა საიმედო დარჩეს“, - განაცხადა ვადეფულმა კანადაში G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის დამოუკიდებელ ხელისუფლებას ამ საქმეში“, - თქვა მან.
ცნობისათვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის სახლში, მათ შორის გერმან გალუშენკოს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. თანამდებობა დატოვეს იუსტიციის მინისტრმა გერმან გალუშენკომ და ენერგეტიკის მინისტრმა სვეტლანა გრინჩუკმა. კორუფციული სქემის ფიგურანტია ზელენსკის ახლო მეგობარი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.