ხვალ, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთს დაუპირისპირდება. მატჩი კვიპროსის ერთ-ერთ ქალაქ ლიმასოლში შედგება სტადიონ "ცირიონზე", რომელიც 13 000 მაყურებელს იტევს.
სომხეთის წინააღმდეგ გასამართი საერთაშორისო მატჩი ქართველი "ჯვაროსნებისათვის" რიგით 160-ე იქნება. აქამდე საქართველოსა და სომხეთს ერთმანეთში 4-ჯერ აქვთ ნათამაშები. ორი მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო ერთიც სომხეთმა მოიგო. ბურთების შეფარდება 9:3 საქართველოს სასარგებლოდ.
ფიფა/კოკა-კოლას მსოფლიო რეიტინგში საქართველო 71-ე ადგილზეა, ხოლო სომხეთი 62-ე პოზიციაზე იმყოფება.