მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს, არ შემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შეუჩერეს მღვდლობა. მე რომ მათი საქციელი გავასაჩივრო, ისევ დეკანოზ ანდრიას და მიქაელს უნდა მივმართო და როგორ ფიქრობთ, ისინი თავიანთ თავს დასჯიან? ვის შევჩივლო, სამართალი სად ვიპოვო?- ამის შესახებ განცხადებას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს, არ შემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შეუჩერეს მღვდლობა.
მე რომ მათი საქციელი გავასაჩივრო ისევ დეკანოზ ანდრიას და მიქაელს უნდა მივმართო და როგორ ფიქრობთ ისინი თავიანთ თავს დასჯიან? ვის შევჩივლო სამართალი სად ვიპოვო.
მიიტაცეს საპატრიარქო, გააუქმეს სინოდი, თვითონ არიან პატრიარქიც და სინოდიც და ცდილობენ ქრისტეც მიიტაცონ და ჩვენ გაგვაჩუმონ, რომლებიც ქრისტეს სამართალს ვუცხადებთ ერს. ხალხს რომ მივმართოთ, ხალხი დიდი ხანია ჩამოაშორეს ეკლესიის მართვა გამგეობას, სინოდი არ არის . დაგვრჩა მხოლოდ ერთი გზა, მივმართოთ ჩვენს ქრისტეს; უფალო გვშია და გვწყურია შენი სამართლიანობა, მოდი უფალო და გაფანტე შენი მტრები შენი ეკლესიიდან და შენი ერიდან. აღადგინე შენი სამართალი შენს ერში და ეკლესიაში, ნუ დაუთმობ ჩვენს თავს შენს მტრებს, რათა დავით წინასწარმეტყველის მსგავსად ჩვენც ვთქვათ: იმით მივხვდით უფალო, რომ შენ ჩვენთან ხარ, რამეთუ ჩვენმა მტრებმა ვერ გაიმარჯვეს ჩვენზე
ჰე უფალო მოდი!“, -წერს არქიმანდრიტი.