29 ნოემბერს 13:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ტყეშელაშვილისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით,,დარგე ხე _ გაამწვანე შენი გარემო" _ პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე გაიმართება განაშენიანების აქცია.
გამწვანების აქციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
აღნიშნულ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლისთვის 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის (წიწვივანი და ფოთლოვანი) ნერგი დაირგვება. განაშენიანების პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს, როგორც დედაქალაქისა და მისი შემოგარენის, ასევე საქართველოს მაშტაბით ტერიტორიების გამწვანებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.