მოსკოვის დომოდედოვის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა საველე მეთაურმა დოკუ უმაროვმა აიღო.
"კავკასიის ემირატის მეთაური" ამტკიცებს, რომ 24 იანვრის აფეთქება, მისი ბრძანებით ხელქვეითმა თვითმკვლელებმა დაგეგმეს. უმაროვის განმარტებით, ტერორისტული აქტი იმიტომ, მოაწყო, რომ რუსეთმა კავკასია დატოვოს. საველე მეთაურ მეთაური რუსეთის მთავრობას პირდება, რომ ფედერაციაში ტერაქტებს კიდევ მოაწყობს.
"ეს სპეცოპერაცია ჩემი ბრძანებით ჩატარდა. აქტები რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, მომავალშიც გაგრძელდება. ასობით ჩვენი მოძმე მზადაა საკუთარი თავი შესწიროს შურისძიებას ალაჰის მტრების წინააღმდეგ. ამ ოპერაციით რუსეთის ახლანდელ შოვინისტურ ხელისუფლებას, პუტინის მოსკოვს კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ჩვენი ძალა. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია თქვენს წინააღმდეგ უფრო მოცულობითი ოპერაციები ჩავატაროთ", - განაცხადა უმაროვმა.
აღიარებითი განცხადება უმაროვმა ინტერნეტ გვერდ "კავკაზცენტრზე" განათავსა. ეს ვებ გვერდი საველე მეთაურების ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს რეგულარუად აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ "დომოდედოვის" აეროპორტში ტერაქტი 24 იანვარს მოხდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი.