რიხტერის შკალით 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა წყნარი ოკეანის ფსკერზე, პაპუა-ახალი გვინეასა და სოლომონის კუნძულების სამხრეთით.
ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 414 კმ.-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.